საპროტესტო აქცია იყო ჩაქვში, ბერიძის ქუჩაზე. ადგილობრივები მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ. მათი თქმით, წყლის მილები დასახლებაში რამდენიმე თვის წინ შეცვალეს, გზა კი ამ დრომდე მოუწესრიგებელია. ირწმუნებიან, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა დახმარების ნაცვლად მხოლოდ განმარტება მიიღეს. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის მოგვარებისკენ არჩილ ხაბაძეს ბათუმის საკრებულოს წევრი, ჯაბა ბერიძეც მოუწოდებს.