ტენდერის გარეშე გაფორმებული ხელშეკრულება

22 ივნისი 2017, 00:00 2797 ნახვა

ტენდერის გარეშე გაფორმებული ხელშეკრულება და სადავო ხელფასი, რომლის გამოც პროტესტის ნიშნად ადგილობრივმა ბენდებმა ბათუმის საკურორტო სეზონის გახსნის ღონისძიებებში მონაწილეობა არ მიიღეს. ის კომპანია, რომელმაც დაკვეთა მიიღო მერიის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელს ეკუთვნის.

ანა სიხარულიძე ამბობს, რომ მუსიკოსებს მართალია თავიდან 500 ლარი შესთავაზა, თუმცა თუ ისინი ჰონორარის გაზრდას მოითხოვდნენ, შესაძლოა ასეც მომხდარიყო, ეს კი  მარკეტინგული გათვლა იყო. რაც შეეხება გამარტივებული გზით ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობას, სამინისტროში ამბობენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ, “საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოში,” კი კითხვები უჩნდებათ, ამბობენ რომ მთავრობას გაცილებით ადრე უნდა სცოდნოდა, რომ ზაფხული დადგებოდა, ანუ ღონისძიებები მარტივად პროგნოზირებადი იყო, შესაბამისად ტენდერის გამოცხადებაც უნდა მოესწროთ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში