ხულოს ცენტრში მიმდინარე წელს 9 ინფრასტრქტურული ღონისძიება განხორციელდება

22 ივნისი 2017, 00:00 3643 ნახვა

დაბა ხულოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ცენტრალური კიბის საფეხურები, დაგეგმილია  დაზიანებული სანიაღვრე არხების აღდგენა, ფერდსამაგრი სამუშაოები,  ხიდების მოაჯირების და პარაპეტების შეღებვა, საბავშვო ატრაქციონების რეაბილიტაცია და სხვა სახის სამუშაოები.

ჯამში,  ხულოს ცენტრში მიმდინარე წელს  9 ინფრასტრქტურული ღონისძიება განხორციელდება. კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი დაიხარჯება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი