''ევროპული საქართველო'' იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 32კანდიდატიდან მხოლოდ ნაზი ჯანეზაშვილს დაუჭერს მხარს.
''მას აქვს ხედვა, როგორ უნდა გაუმჯობესდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კანდიდატთა უმრავლესობას კი არავითარი ხედვა არ წარმოუდგენია, თუ რა პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში და როგორ უნდა დავძლიოთ გამოწვევები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და უნდობლობის კუთხით გვაქვს''- აცხადებს ოთარ კახიძე.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტი კენჭს სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში უყრის. კონკურსი 4 ვაკანტურ პოზიციაზეა გამოცხადებული.