ქობულეთის საკრებულო აჭარის მთავრობისგან თანხას ითხოვს

20 ივნისი 2017, 00:00 3847 ნახვა

ქობულეთის საკრებულო აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტის პროექტების ფონდიდან თანხას ითხოვს. თვითმართველობას 159 ათას 700 ლარი  მდინარე კინტრიშის კალაპოტის გასწორებისთვის სჭირდება.

სხდომაზე განაცხადეს, რომ წყლის სათავე ნაგებობასთან კალაპოტი გარღვეულია  რაც სასმელი წყლის 2 ჭაბურღილს საფრთხეს უქმნის. საკითხს ეწინააღმდეგება ოპოზიცია. მათი თქმით, მდინარიდან ნატანის ამოღება სხვა პრობლემებს გამოიწვევს.

გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, საკითხი უკვე შეისწავლეს გარემოს დაცვის სამმართველოს სპეციალისტებმა.  სხდომაზე სეზონური იჯარების გაცემის საკითხიც განიხილეს.  42 განცხადებიდან  ოთხი არ დაკმაყოფილდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი