ბობოყვათში შველი იპოვეს

20 ივნისი 2017, 00:00 9471 ნახვა

რამდენიმე საათის წინ, სოფელ ბობოყვათში, ადგილობრივებმა შველი იპოვეს.  ჰამლეტ მიქელაძე ყვება, რომ ცხოველს სოფლის გზაზე ძაღლები დაედევნენ, ამიტომ იძულებული გახდა შველი დაეჭირა და სახლში მიეყვანა.

მოგვიანებით,  მიქელაძე გარემოს დაცვის სამმართველოს დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. გარემოს დამცველები შველს სოფელ კვირიკეს ტყეში გაუშვებენ.  
 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი