ბათუმში წელს პირველად დაწესდა შეზლონგებსა და ქოლგებზე ფასის ზედა ზღვარი, რასაც პოზიტიური გამოხმაურება და შეფასებები მოჰყვა საზოგადოებაში. დავინტერესდით აპირებს თუ არა იმავეს გაკეთებას ხელვაჩაური, გონიოსა და კვარიათში, ასევე ქობულეთის გამგეობა? აღმოჩნდა, რომ არა. ამ ტერიტორიებზე ფასები კვლავ მოიჯარეებზე იქნება დამოკიდებული.