პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი

19 ივნისი 2017, 00:00 1986 ნახვა

ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, იმის გამო, რომ საკონსტიტუციო პროექტში ცვლილებები ბოლოს შევიდა, ვენეციის კომისიის საბოლოო დოკუმენტში ისინი ვერ აისახა, რის გამოც, კომისია საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით კიდევ ერთ, მეორე დასკვნით დოკუმენტს უკვე ოქტომბერში გამოაქვეყნებს.

პარლმანეტის თავმდჯომარის ინფორმაციით, ვენეციის კომისიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისთან მიმართებით რეკომენდაციები არ გაუცია. მისივე თქმით, კონსტიტუციის პროექტზე მოსმენა თვის ბოლომდე გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი