მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

18 ივნისი 2017, 00:00 2874 ნახვა

79 ერთის წინააღმდე პარლამენტმა პირველი მოსმენით ე.წ მარიხუანას შესახებ კანონპროექტი მიიღო. საუბარია მსუბუქი ნარკოტიკის კანონის ლეგალიზაციასა და არადეკრიმინალიზაციაზე, კანონპროექტის მიხედვით შესაძლოა შეძენა - შენახვა - მოხმარებისათვის ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად 300 ლარი გახდეს. ასევე იცვლება დოზირება.

მცენარე კანაფის დიდ ოდენობად 50 გრამის ნაცვლად, 140 გრამი ჩაითვლება.  განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით განისაზღვრება. გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად, 70 გრამი იქნება. განსაკუთრებით დიდ შემთხვევაში კი 100 გრამის ნაცვლად 140 გრამი.

ცვლილებებს მმართველ გუნდშიც ყავს მოწინააღმდეგეები უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში ახალი კანონპროექტის ინიცირება იგეგმება, რომელიც უშუალოდ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას შეეხება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი