შსს-ს მინისტრი წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა

18 ივნისი 2017, 00:00 2257 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად წარგზავნილ ახალგაზრდებს შეხვდა. უწყებამ აღნიშნულ სასწავლებელში შერჩეული კანდიდატები წელს პირველად გაგზავნა.

ხელშეკრულების თანახმად, აკადემიის დასრულების შემდეგ, ისინი, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ. სამინისტრომ აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში, სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლებლად ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე შეარჩია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი