საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა

18 ივნისი 2017, 00:00 2307 ნახვა

პარლამენტი კონსტიტუციის პროექტის განხილვას, სავარაუდოდ, 21 ივნისიდან შეუდგება. კანონმდებლები საკითხზე მსჯელობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში დაიწყებენ. სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ათი დღის მანძილზე გაგრძელდება. პროექტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარადგენს.

კანონმდებლები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაზეც იმსჯელებენ.  მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის შენიშვნები უნდა გაიზიაროს. საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით უკმაყოფილოა.  კრიტიკის მთავარი საკითხებია: პრეზიდენტის დანიშვნის წესი, გადაუნაწილებელი მანდატები, საარჩევნო სისტემა და ქორწინების განსაზღვრის დეფინიცია. 

ამ დრომდე ღიად რჩება საკითხი - გაუქმდება თუ არა ქვეყანაში 2020 წელს მაჟორიტარული სისტემა. ოპოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს.  მმართველი გუნდის  ნაწილი და  მაჟორიტართა უმეტესობა კი მაჟორიტარული სისტემის დატოვების მომხრეა.  საკითხი "ქართულ ოცნებაში" შესაძლოა დაპირისპირების  მიზეზი გახდეს. მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო პროექტი არ ჩავარდება, რადგან "ქართული ოცნება" კენჭისყრისას ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას გეგმავს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში