საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

18 ივნისი 2017, 00:00 2509 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიცია,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საკითხს დღის წესრიგში  მომდევნო სასესიო კვირაში დააყენებენ. მმართველ გუნდში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

"ქართული ოცნება" ოპონენტებს ურჩევს  გამოძიების შედეგებს დაელოდნონ. აფგან მუხთალრის საქმეზე ევროპარლამენტმა რეზოლუცია რამდენიმე დღის წინ შეიმუშავა. ევროპარლამენტმა ქართულ მხარეს დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, მოგვიანებით ის ბაქოში აღმოჩნდა. აზეირბაიჯანულმა სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა სამ საქმეზე შეუფარდა: ესენია,  კონტრაბანდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი