სკოლის რეაბილიტაცია

18 ივნისი 2017, 00:00 2197 ნახვა

ხულოში, ბოძაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, გამოიცვლება იატაკი, გამაგრდება საყრდენი კედლები, მოწესრიგდება ელექტროგაყვანილობა, კეთილმოეწყობა ეზო, და ხელოვნურსაფარიანი ღია მოედანი. 

სამუშაოები 10 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. ინფრასტრუქტურის განახლებისთვის აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან  142 000 ლარი დაიხარჯება.  მუნიციპალიტეტში 7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წელს დასრულდება აგარის და ტუნაძეების სკოლის მშენებლობაც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი