დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა რამდენიმე სასულიერო პირს სიცრუეში ადანაშაულებს. თორნიკე მამალაძის თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა ამ დრომდე ვერ ხერხდება. იგი ამბობს, რომ კიდევ ერთი შეხვედრა, 20 ივნისს იყო ჩანიშნული, თუმცა ამჯერადაც გადაიდო.
თორნიკე მამალაძის განცხადებით, მიზეზი როგორც მას ერთ-ერთმა სასულიერო პირმა განუმარტა, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. თორნიკე მამალაძემ ,,მთავარს” ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ პატრიარქს ისინი ადვოკატების გარეშე შეხვდებიან, სადაც მისი თქმით, საქმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და ადვოკატებთან შეხვედრის აუცილებლობაში დარწმუნებას შეეცდებიან.