რა მდგომარეობაში სოციალური სახლი?

17 ივნისი 2017, 00:00 2510 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ მთავრობას მოუწოდებს ხულოს სოციალურ სახლში ბენეფიციარები დროულად შეასახლონ. ირაკლი ჯორბენაძის მტკიცებით, ეკომიგრანტებისთვის აგებულ შენობაში ნესტის გამო ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. ვითარების გადამოწმება ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმაც სცადა, მაგრამ შენობაში შესვლის უფლება არ მოგვცეს.

ქვემო ვაშლოვანში სამ მრავალბინიან კორპუსს დაცვის ორი თანამშრომელი  ყოველდღიურად იცავს. ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ ბენეფიციართა შესახლება ივლისიდან დაიწყება.   რაც შეეხება დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით, შენობა კეთილმოწყობილია.  72 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენებისთვის 3 მილიონ 814 ათას 464 ლარი დაიხრაჯა

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი