განმეორებითი მეწყერი

16 ივნისი 2017, 00:00 3059 ნახვა

შუახევში, სოფელ კობალთაში მეწყრული პროცესები ისევ გააქტიურდა, 10 ოჯახი კვლავ გარესამყაროსაა მოწყვეტილი. აჭარის საგზაო დეპარტამენტის და შუახევის გამგეობის ინფორმაციით, გზის აღდგენითი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება.

შეგახსენებთ, შუბნის თემში მეწყრული პროცესები ორი კვირის წინ გააქტიურდა, რამაც საფრთხე კობალთასთან ერთად ერდუათში მცხოვრებლებსაც შეუქმნა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს 25 ათას ლარიანი პროგრამით უკვე სარგებლობენ, რაც შეეხება კობალთას, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე აღნიშნულ ოჯახებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ჩახერგილი გზის გამო შესაძლოა ეს ოჯახებიც გაასახლონ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი