ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე 5 ახალი კანონპროექტი წარადგინა. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ადვოკატები მიიღებენ სისხლის სამართლებრივი დაცვის ისეთ გარანტიებს როგორიც აქვს პროკურორს და გამომძიებელს. ასევე კოდექსში ჩნდება ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენლებით პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ და დევნილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ სასამართლოს მიმართონ შუამდგომლობით გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. ასევე ცვლილება შედის პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვით სახალხო დამცველი ანგარიშის განხილვა ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ნორმად გაიწერება. პარლამენტს კი შესაძლებლობა ექნება მონიტორინგი გაუწიოს ევროპის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.