ბოტანიკურში ვარდის ახალი ჯიშები შეიძინეს

03 ივნისი 2016, 00:00 4396 ნახვა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდნარის განახლება მიმდინარეობს. ბაღს ვარდის 34 ჯიშის 102 ახალი ნერგი შეემატა. დღეისათვის ბათუმის ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთზე ვარდის 11 სახეობა და 65 ჯიშია. მათგან განსაკუთრებული დეკორატიული ღირებულებებით გამოირჩევიან ჩაის ჰიბრიდები, პოლიანტები, ფლორიბუნდას ტიპის, მინიატურული, მხვიარა ვარდები. ბათუმის ბოტანიკური ბაღი სამომავლოდ ვარდების გამოფენასაც გეგმავს.

ამავე კატეგორიაში