არქეოლოგიური აღმოჩენა სოფელ ჭარნალში. დავით მიქელაძის ეზოში არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-9 საუკუნით დათარიღებული საოჯახო და სამრეწველო ნივთების ნიმუშები იპოვეს. სპეციალისტებმა მდინარის პირას, კლდეში ნაკვეთი ჯამები იპოვეს, სადაც მათი ვარაუდით ძვირფასი ლითონების დამუშავება ხდებოდა.