ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ეზოების კეთილმოწყობითი სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის 26 მაისის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტისთვის ბათუმის მერიამ 560 ათასი ლარი გამოყო. სულ მოწესრიგდება 30 ეზო, მათი ნაწილის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.