აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს შორის ინციდენტი მოხდა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გია აბულაძემ ბიუროს სხდომა ხმაურით დატოვა. კამათი აჭარიდან, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ, ხეების გადატანის საკითხს მოჰყვა.
გია აბულაძე ''ქართული ოცნების'' დეპუტატს ''ივანიშვილის კუკლები'' უწოდა: "ეს ყველაფერი ივანიშვილის კუკლების თამაშია" - ამ სიტყვებით დატოვა ბიურო დეპუტატმა. რეპლიკას "ქართული ოცნების დეპუტატის" პასუხი მოჰყვა: "ახლა მართლა გასახევი გაქ ცხვირი" - ასე გამოეხმაურა ნაცმოძრაობის წევრს "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი რომანაძე.