მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ხელისუფლებას მოსავლის რეალიზაციაში დახმარებას სთხოვს. ამბობენ, რომ, მიწის დამუშავება, სასუქის შეძენა, ბოსტნეულის მოყვანა საკმაოდ ძვირი უჯდებად, გასაყიდად ქალაქში ჩამოტანა, კი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუნიციპალიტეტებში სპეციალური დაწესებულებების გახსნას გეგმავს, რომლის გავლითაც მოსახლეობის პროდუქტი საბოლოოდ თავს ხელვაჩაურში მოიყრის.
უწყება 3 მილიონამდე ლარს დახარჯავს. შეძლებენ თუ არა ფერმერები წელს ამ პროგრამით სარგებლობას და მოსავლის გაყიდვას?