ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოში რამდენიმე მედიკამენტზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რითაც ფასებს დაარეგულირებს.
მომხმარებლების და ექსპერტების ნაწილი კი ფასის რეგულირებაში სწორედ სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვს. გიორგი წეროძე მოგვიყვება მედიკამენტების საბაზრო პოლიტიკაზე.