ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ხალაშიც. ათას 100 მეტრის მონაკვეთზე ასფალტ ბეტონის საფარი იგება. მოწესრიგდება მიწისქვეშა სანიაღვრე არხი. გზის რეაბილიტაციისთვის აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, 382 ათას ლარს დახარჯავს.