დაკავებული რეპერების საქმე - პროკურატურამ გადაწყვეტილება შეცვალა

11 ივნისი 2017, 00:00 3302 ნახვა

მხარდამჭერი აქციები, პროტესტი, ბრალდებები და დაწყებული გამოძიება. პროკურატურა თანახმაა, სასამართლომ რეპერებს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს და პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

მხარდამჭერები “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავებას ვიდეო - კლიპთან, მოსალოდნელ გათავისუფლებას, კი- ბერა ივანიშვილის მიერ ფეისბუქში დაწერილ სამ მხარდამჭერ სიტყვასთან აკავშირებენ.

პროკურატურის გადაწყვეტილებამდე, განცხადებებს ავრცელებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, გუშინ საღამოს, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით, გამოჩნდა ფეისბუქში ბერა ივანიშვილის პოსტი და პრემიერის ფეისბუქ -განცხადება, მანამდე კი მხარდაჭერა რეპერებს მოქალაქეებმა ქვეყნის სამ დიდ ქალაქში გამოუცხადეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში