საერთაშორისო კონფერენციის, „ტურიზმი - ბიზნესი და ეკონომიკა“ მონაწილეები მაჭახლის ხეობას ეწვივნენ. დაათვალიერეს მირვეთის ჩანჩქერი, გვარას ციხე და მაჭახლის ეროვნული პარკის ტერიტორია.
გაეცნენ ხეობის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ და ფოლკლორულ ნიმუშებს. ქართველ და უცხოელ ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდეს მაჭახლის ხეობის ეკოლოგიურ მნიშვნელობასა და ტურისტულ პოტენციალზე.