აჭარის განათლების სამინისტრომ კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა

11 ივნისი 2017, 00:00 3099 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველისა და ხელოვნების უნივერსიტეტების 5 ლექტორ - მასწავლებელი, საზღვარგარეთ სამეცნიერო კონფერენციაში  მიიღებს მონაწილეობას. მასწავლებლებს 2500 ლარით აჭარის განათლების სამინისტრო დააფინანსებს. გამარჯვებულები საკონკურსო კომისიამ გამოავლინა.

„უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის სამეცნიერო ღონისძიებების კომპონენტში სულ 7 განაცხადი იყო შესული. სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკანტები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასეს. ისინი კონფერენციებს ავსტრიაში, პოლონეთსა და საბერძნეთში დაესწრებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი