„ტურიზმი_ბიზნესი და ეკონომიკა“ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია მიმდინარეობს აჭარაში.
მასში 10 ქვეყნის პროფესორი და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენციის მონაწილეები დღეს მაჭახელას ეროვნულ პარკს ეწვევიან. კონფერენციის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ ეროვნული პარკის პოპულარიზაციაა.