ადვოკატები ბათუმის მოვლენებს ბესიკ ამირანაშვილს უკავშირებენ

10 ივნისი 2017, 00:00 2968 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში უახლოეს დღეებში საკადრო ცვლილებები ისევ განხორციელდება, ამის შესახებ განცხადება 11-12 მარტის მოვლენებთან კავშირში ბრალდებული  პირების ადვოკატებმა, ზაზა პაპიძემ და თენგიზ კახიძემ გააკეთეს.

მათი განცხადებით შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი თანამდებობიდან ბათუმის მოვლენების გამო გადააყენეს. მათივე თქმით, აქვთ უტყუარი ინფორმაცია, რომ საკადრო ცვლილებები გაგრძელდება როგორც კრიმინალურ პოლიციაში, ასევე სუს-ში, თუმცა ადვოკატები არ ასახელებენ საიდან აქვთ მათ ეს ინფორმაცია. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში