ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაწესებულებებთან მუშაობა დაიწყო. ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენლებმა ავტორიზაციის ახალ სტანდარტებსა და მათი დანერგვის გზებზე ისაუბრეს. ავტორიზაციის განახლებული მექანიზმის დანერგვამდე შერჩეულია 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებშიც საპილოტე პროექტი განხორციელდება . ერთ-ერთია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტტი.
დღესვე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების პილოტირების პროცესში მონაწილეობის მისარებად განაცხადი 19-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ წარადგინა.