ხულოს პროფესიულ დრამატულ თეატრში ახმეტელის თეატრის მსახიობებმა, ირაკლი გოგიას რეჟისორობით, სპექტაკლი „სტუმარ მასპინძელი" წაადგინეს. დადგმა თანამედროვე თეატრალური ფორმებითაა გადმოცემული. სპექტაკლის კვირეული ხულოს პროფესიული დრამატული თეატრის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტარდება. მომდევნო სპექტაკლი „ბრემენელი მუსიკოსები" ზურაბ ცინცაძის რეჟისორობით დაიდგმება. კვირეული 12ივნისს დასრულდება.