გურამ თამაზაშვილის საღამო

06 ივნისი 2017, 00:00 3322 ნახვა

ქობულეთის კულტურის სახლში გურამ თამაზაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოზე სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერი, „ქართული ხმების სოლისტი" და ანსამბლ „ალილოს" დამაარსებლი გურამ თამაზაშვილი გაიხსენეს.

კონცერტი გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „მხედრულის“, ანსამბლ „ქობულეთისა“ და ანსამბლ „ბათუმელების“ მონაწილეობით ჩატარდა. საღამოზე პირველად წაიკითხეს  გურამ თამაზაშვილის მიერ დაწერილი ლექსები.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში