რეგიონის პირველმა პირმა დღესვე ხელვაჩაურში ახალსოფლის ახლადშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ეს პირველი ბაღია დასახლებაში, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან 200-მდე პატარას მიიღებს. ორ სართულიანი შენობის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და მისი ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. წელს ხელვაჩაურის სხვადასხვა სოფელში სექტემბრიდან ექსპლუატაციაში 7 საბავშვო ბაღი შევა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობის პროცესი მუნიციპალიტეტებში იქამდე გაგრძლედება, ვიდრე საბავშვო ბაღებში ადგილების სიმცირის პრობლემა არ მოიხსნება.