ხულოს თეატრი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს

05 ივნისი 2017, 00:00 3834 ნახვა

ხულოს თეატრი 80 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში თეატრალური  კვირეული იწყება, რომელიც გურამ ბაიაშვილის სპექტაკლით, "სამშობლო მცირეთა და მრავალთა" გაიხსნება.

კვირეულის დასასრულს კი, მაყურებელი სპექტაკლს "გაუმარჯოს ბუშონს" იხილავს.  კვირეულის ფარგლებში სულ 8 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება აჭარის განათლების სამინისტროსა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით იმართება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი