მადრიდის ''რეალი'' ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

04 ივნისი 2017, 00:00 3391 ნახვა

კარდიფში, ''მილენიუმის'' სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, სადაც მადრიდის ''რეალმა'' 4-1 გაანადგურა ტურინის ''იუვენტუსი''.

''ბებერი ქალბატონი'' უკვე მეხუთედ დამარცხდა ლიგის ფინალში. მადრიდის ''რეალმა'' კი ისტორია დაწერა, რომელიც აქამდე ვერავინ შეძლო. მან ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი. 

პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო. თამაშის მე-20 წუთზე რონალდომ გახსნა ანგარიში, ხოლო 27-ე წუთზე მანძუკიჩმა აღადგინა წონასწორობა და პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა.

მეორე ტაიმი კი მადრიდელთა სრული უპირატესობით წარიმართა. 61-ე წუთზე კაზემიროს მიერ დარტყმული ბურთი ტურინელთა კარში აღმოჩნდა. სულ მალევე 3 წუთში რონალდომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დუბლი ჩაიწერა აქტივში, რის შემდეგაც ის 12 გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა. ასევე კრიშტიანო რონალდო თამაშის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.  თამაშის მიწურულს კი ასენსიომ დააგვირგვინა ფინალი და საბოლოო ანგარიში 4-1 დასრულდა.

მადრიდის ''რეალმა'' მე-12-ედ აღმართა ევროპის მთავარი საკლუბო ჩემპიონატის თასი.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი