რეაბილიტაციისათვის გადახდილი 60 ათასი ლარი და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა. ქვედა ფერიაში, მესხის III ჩიხში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობის ინფორმაციით, 2013 წელს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად 40 ოჯახს დღემდე სასმელი წყალი არ მიეწოდება.
მათთვის გაურკვეველია, რომელი უწყებაა პასუხისმგებელი სისტემის კეთილმოწყობაზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წყალკანალის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მათ არ ეკუთვნის, შესაბამისად პასუხისმგებლობასაც ვერ აიღებენ. დაბა ფერია ქალაქის ფარგლებშია, თუმცა შპს “ბათუმის წყალში” ამბობენ, რომ პრობლემა არც მათ ეხებათ. მოსახლეობას დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრი შეხვდა. მიშა ბოლქვაძე ხელისუფლებას საკითხის მოგვარებას სთხოვს.