ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი, მაღალი გამავლობის ახალი ავტომანქანა გადაეცა. ისინი სხალთისა და ღორჯომის ხეობებისთვისაა განკუთვნილი.
ავტომანქანები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რომლებითაც შესაძლებელია პირველადი - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა. ავტომობილებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 272 ათასი ლარი დაიხარჯა.