საოპერო ხელოვნების კიდევ ერთი საღამო გაიმართა ბათუმის ხელოვნების ცენტრში. მუსიკოლოგიის დოქტორმა, ხათუნა მანაგაძემ, გერმანელ კომპოზიტორსა და დირიჟორზე ისაუბრა. საღამოზე გუსტავ მალერის ბიოგრაფიიდან, ყველაზე საინტერესო ეპიზოდები გაიხსენეს და მისი საოპერო არიებიც შეასრულეს. მოეწყო ქეთა ქებულაძის ფოტო გამოფენაც.