პესკოვი - რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმის ძირითადი პარამეტრები გადაეცა

28 ნოემბერი 2025, 14:05 279 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმის ძირითადი პარამეტრები მოსკოვს ჟენევის შეხვედრაზე განხილვის შემდეგ გადაეცა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი უკრაინაში მშვიდობისკენ მიისწრაფვის, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის პრეზიდენტი მათთვის ლეგიტიმური ლიდერი არ არის, ვინაიდან მას ვადა ამოეწურა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შესაძლო პარამეტრების ყველა დეტალს არ გაამჟღავნებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში