ბათუმი მესამე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს უმასპინძლებს

26 ნოემბერი 2025, 11:05 314 ნახვა

30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, ბათუმი მესამე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმს“ უმასპინძლებს. 

თევზის როლზე, შავი ზღვის გემოებსა და გასტრონომიაში თანამედროვე მიდგომებზე მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად ისაუბრებენ.

ფორუმის მეორე და მესამე დღე თევზის კულინარიულ მასტერკლასებს დაეთმობა, რომელსაც მოწვეული შეფები გაუძღვებიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრო ფორუმს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტრონო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.

ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლიათ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში