შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

25 ნოემბერი 2025, 14:52 280 ნახვა

შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.  მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთს შორის მტკიცე მეგობრობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოხატა საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების კუთვნილი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით.

ამ კუთხით, ფარუქ ჩელიქმა ხაზი გაუსვა ქართული მხარის ღირებულ ჩართულობასა და დიდ მხარდაჭერას, რითიც, მისი თქმით, საქართველომ ნამდვილი მეგობრობა დაადასტურა. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის მტკიცე კავშირებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში