დაბა ოჩხამურში მცხოვრები ნოდარ ცეცხლაძე სოციალურ დახმარებას ითხოვს. ამბობს, რომ ორ წევრიანი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ 100 ლარიანი პენსიაა. სოციალური მომსახურების სააგენტოს 29 მაისის მონაცემებით, ცეცხლაძეებს 72 ათას 990 სარეიტინგო ქულა მიენიჭათ, რაც ფულად დახმარებას არ ითვალისწინებს. ფაქტს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოეხმაურა. გიორგი დიასამიძე ოჯახის ხელახალ შესწავლას მოითხოვს. სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ დახმარება 65 ათასზე დაბალი ქულის შემთხვევაში ინიშნება, აღნიშნულ შემთხვევაში კი ცეცხლაძეებს აქვთ საკუთარი საცხოვრებელი. სააგენტო ოჯახის ერთ-ერთ წევრს სამსახურის პოვნაში დახმარებას სთავაზობს.