2017 წლის ბიუტეჯის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინეს დღეს ხელვჩაურის საკრებულოს სხდომაზე. შენიშვნები აქვთ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ‘’ წევრებს. მათი განცხადებით, დაგეგმილი პროექტები სრულყოფილად არ განხორციელდა, რასაც არ ეთანხმება მმართველი გუნდი. დღესვე დეპუტატებმა საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა დაამტკიცეს. ცვლილების თანახმად საკრებულოს თავმჯდომარეს თანაშემწეები აღარ ეყოლება. ასევე დღევანდელი გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აჭარის მთავრობას გადაეცა.