საკრებულოს სხდომა

31 მაისი 2017, 00:00 2440 ნახვა

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შევიდეს. საკითხს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. 

განახლებული:

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი მიქელაძისთვის გაცემული ანაზღაურება დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საკრებულოს სხდომაზე. უკვე ცნობილია, რომ იგი თანხას უკან დააბრუნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეა მიქელაძე საქართველოში არ იმყოფება, თუმცა მას ხელფასთან ერთად დაერიცხა  პრემია, საწვავისა და სატელეფონო ხარჯები. დეპუტატებმა კოლეგის მიმართ პრეტენზიები სხდომის დაწყებამდე გამოთქვეს.

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში