ქედის ველოკლუბის წევრებმა ველომარათონი მოაწყვეს. გარბენში 13 ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ საჯარო მოხელეებიც. ველოკლუბი, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ინიციატივითა და გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
ველოკლუბის ველოსიპედებით ტურისტებიც ისარგებლებენ. დღესვე, ქედის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს 5 ათასი ბუკლეტი გადასცეს, სადაც ქედის ტურისტული მარშრუტებია დატანილი.