გეოლოგების ინფორმაციით მეწყერი შუახევში მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის

30 მაისი 2017, 00:00 2745 ნახვა

გეოლოგებმა შუახევში, შუბნის თემში დამეწყრილი ტერიტორია შეისწავლეს. პირველადი მონაცემებით, მეწყერი ოჯახებს საფრთხეს არ უქმნის. რაც შეეხება ჩახერგილ გზას, დასკვნის საფუძველზე, მისი დროებითი აღდგენა შესაძლებელია, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.

ორი დღის წინ წუმპოს მთიდან წამოსული მიწის მასა სოფლებს კობალთას და ერდვათს მიუახლოვდა. საავტომობილო გზის ჩახერგვამ 10 მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა. მეწყერმა ჩაკეტა სკოლასთან მისასვლელი გზა, რის გამოც სასწავლო პროცესი ალტერტნატიულ შენობაში გაგრძელდება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი