პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

30 მაისი 2017, 00:00 2149 ნახვა

პრეზიდენტის სასახლეში პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ამ წუთებში საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას მართავენ, რის შემდეგაც აუდიენცია გაფართოებულ ფორმატში შედგება.

გიორგი მარგველაშვილი და ანდჟეი დუდა შეხვედრების შემდეგ ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პოლონეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

პოლონეთის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილი 31 მაისს ბათუმში უმასპინძლებს. ანდჟეი დუდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდება და გონიოს ციხეს დაათვალიერებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი