ჯანდაცვის მინისტრი დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

07 ნოემბერი 2025, 19:39 429 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, პრეპარატ „ნოვორაპიდით“ მკურნალობა ამ ეტაპზე გაგრძელდება მისი ანალოგით, ფრანგული Sanofi Aventis-ის მიერ წარმოებული ინსულინით „აპიდრა“.

მათივე ცნობით, მშობლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში