''ნაციონალური მოძრაობის'' წევრის განცხადება და მმართველი გუნდის წევრების პასუხები. რეზო ხარაზი ამტკიცებს, რომ აჭარაში, ბოლო 4 თვეში, სოციალური დახმარება 2 ათასზე მეტ მოქალაქეს შეუწყდა, ამ ფონზე კი მთავრობა ასობით ათას ლარს პრემიისა და დანამატის სახით იღებს. ბრიფინგს მთავრობა მალევე გამოეხმაურა და ხარაზის განცხადებას სიცრუე უწოდა.
უფრო მეტიც, სააგენტოს უფროსმა თქვა, რომ დახმარება უფრო მეტს დაენიშნა, ვიდრე მოეხსნა. რასაც მესამე სექტორში მძიმე ვითარების მაჩვენებლად მიიჩნევენ. ხარაზს პასუხი გასცა ირაკლი ჭეიშვილმაც, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა არცერთი ოპონენტის განცხადებას არ გამოხმაურებია. ჯენი კვანტალიანი დაინტერესდა, ზოგადად, როგორია სტატისტიკა და ტენდენცია.