ინდოეთის ბიჰარის შტატში ელვამ 18 ადამიანი იმსხვერპლა. შტატის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ელვის შემთხვევები შტატის 8 რაიონში დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე ძლიერი და საშიში იგი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში იყო.
სტიქიის რაიონებში ქარის სიჩქარე საათში 50-70 კილომეტრს აღწევდა, რამაც შენობების ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. უამინდობის გამო სულ შტატში 23 ადამიანი დაიღუპა.